пятница, 20 августа 2010 г.

REFUGEES IN GEORGIA (POLICE ATTACK ) THERE IS UNJUSTICE

Was geschah mit den Flüchtlingen? Über 500.000 Menschen haben sich jetzt als Flüchtlinge in Georgien geworden, (1992-1993 Krieg mit Abchasien, den Krieg mit Südossetien und der Krieg gegen den 8. August 2008 Russisch - Georgisch) Menschen alles verloren haben, zu überleben und waren gezwungen, ihre Häuser zu verlassen, und heute der Regierung von Georgien will nicht helfen Flüchtlinge. etwa 2 Milliarden Dollar, die Amerika sah und die Europäische Union hat in den Wind verschwunden!   
DEUTSCH
Qu'est-il arrivé aux réfugiés? Environ 500.000 personnes sont devenues des réfugiés en Géorgie, (1992-1993 guerre avec l'Abkhazie tout, la guerre avec l'Ossétie du Sud et la guerre contre le 8 août 2008 Russie - Géorgie) personnes ont perdu pour survivre et ont été forcés de quitter leurs maisons, et aujourd'hui le gouvernement de la Géorgie ne veut pas aider réfugiés. environ 2 milliards de dollar américain, qui a vu l'Amérique et l'Union européenne a disparu dans le vent!     
FRANCH
What happened to the refugees? About 500,000 people have now become refugees in Georgia, (1992-1993 war with Abkhazia, the war with South Ossetia and the war on Aug. 8, 2008 Russian - Georgian) people have lost everything to survive and were forced to leave their homes, and today the Government of Georgia does not want to help refugees. about 2 milliard U.S. dollar which sent USA and the European Union has disappeared in the wind! Georgian TV Company Rustavi 2 and Imedi not specifically pass on the TV and hide the truth that world do not know enything! Police attack to the refugees and get out them from their homes a twiсe, in Abkhazia from abkhazian side and in Georgia from georgian side... they have no motherland naw       http://www.youtube.com/watch?v=_OxhIfQcQaI
ENGLISH 
 საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან - შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ - 19 აგვისტოს დევნილთა და გარემოვაჭრეთა ერთობლივი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. მოთხოვნები კი შემდეგია: გარემოვაჭრეებს თავიანთ ძველ სამუშაო ადგილებზე დაბრუნება და საქმიანობის გაგრძელება სურთ, დევნილები კი თბილისის შემოგარენში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ. დევნილთა და გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ პოლიციასთან დაპირისპირებაც მოჰყვა.

19 აგვისტოს საპროტესტო აქციისათვის სამზადისი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა. აქციამდე შეიქმნა ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციაც - დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა და გარემოვაჭრეთა პროფესიული ლიგა. დევნილთა და გარემოვაჭრეთა პრობლემა კი არსებული სახით დაახლოებით ერთი თვის წინათ გამოიკვეთა - ძირითადად, მას შემდეგ, რაც გამომცემლობა ”სამშობლოდან” დევნილთა გამოსახლების ერთ პრეცედენტს კიდევ რამდენიმე ძველი კომპაქტური ჩასახლების დაშლა და დევნილთა რეგიონებში გადასახლების პროცესის დაწყება მოჰყვა.

26 ივლისიდან 16 აგვისტომდე პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე სხვადასხვა შენობიდან. მოგვიანებით - კერძოდ, 10 აგვისტოდან - თბილისის მერიამ კიდევ ერთხელ აკრძალა გარევაჭრობა. შესაბამისად, დევნილთა პრობლემას გარემოვაჭრეთა პრობლემაც დაერთო და საპროტესტო განწყობამაც კომპლექსური სახე მიიღო.

” ჩვენ გარემოვაჭრეები ვართ, ძალიან მცირედ დაფინანსებულები, 100-200 ლარის საქონლით ვმუშაობთ და ბაზარზე დიდი კონკურენციაა. ჩვენი მოთხოვნებია, დაგვაბრუნონ ჩვენს სამუშაო ადგილზე და დაგვიწესონ მინიმალური გადასახადი. ჩვენი საქონლის სიმცირის გამო, ჩვენ ბაზარში ვერ შევალთ”, - აღნიშნავენ გარემოვაჭრეები.

დევნილთა და გარემოვაჭრეთა გულისწყრომას ერთობლივი საპროტესტო მუხტი კი, დიდწილად, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთი ნაწილის ხელშეწყობით მიეცა. კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც დევნილთა და გარემოვაჭრეთა პრობლემის მოგვარებას საპროტესტო მოძრაობით გეგმავს.

დემონტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირება
”დევნილები და გარემოვაჭრეები ხელისუფლებისაგან და პირადად სააკაშვილისაგან მოითხოვენ საკუთარი უფლებების დაცვას. დევნილები მოითხოვენ შესრულდეს სააკაშვილისა და უგულავას წინასააარჩევნო დაპირება და მათ თბილისში, ანუ იმ ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ, დაუკანონდეთ საცხოვრებელი ფართი ან მიეცეთ თბილისის ნებისმიერ უბანში. ხოლო გარემოვაჭრეები მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ ქალაქში იქნეს მიღებული სამართლებრივი აქტი, რომელიც მოაწესრიგებს გარევაჭრობას, მას მისცემს ცივილიზებულ, სუფთა და სანიტარული კონტროლის ქვეშ მყოფ სახეს და, მეორე მხრივ, გარემოვაჭრეებზე გაიცეს ნებართვა, იმ გარემოვაჭრეებზე, წლების განმავლობაში ამ მძიმე შრომით რომ ირჩენენ თავს”, - განაცხადა 19 აგვისტოს საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კონსერვატორმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

დევნილთა და გარემოვაჭრეთა რამდენიმე აქცია უკვე გაიმართა. გარკვეულ ტრადიციად მკვიდრდება ხუთშაბათობით საპროტესტო აქციის სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართვა. 19 აგვისტოს საპროტესტო აქციები და მსვლელობა კი, გარკვეულწილად, კულმინაციურიც აღმოჩნდა - ერთი მხრივ, აქციის მონაწილეთა რაოდენობისა და ცენტრალური ქუჩების ნაწილის პარალიზების, მეორე მხრივ კი, ავლაბრის რეზიდენციიდან პარლამენტთან გადანაცვლებულ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის გამოც.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილეებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გზის გადაკეტვის მცდელობის ბრალდებით დააკავეს მოძრაობა ”არას” აქტივისტი ლევან ჩიტაძე და ”ხალხის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე შალამბერიძე.

”მე მინდა, რომ ეს აქცია გადაიზარდოს დიდ აქციებში, რომლითაც ადამიანები მიაღწევენ თავიანთ უფლებებში აღდგენას. ისინი დაიბრუნებენ თავიანთ ჭერს, თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს და სამუშაო ადგილებს. ამითი ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ეს საქართველო არის იმ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობენ ამ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამ აქციებით იმას, რომ ღირსეულად ვიცხოვროთ”, - განაცხადა დაკავებამდე ავლაბრის რეზიდენციის წინ ”ხალხის პარტიის“ წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ. იგი ვარაუდობს, რომ საკრებულოს უახლოესი სხდომა სწორედ საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის. ამ დროისათვის ცნობილია, რომ აქციები 24, 25 და 26 აგვისტოსაც გაიმართება.
                                                                      ავტორი: ნონა მჭედლიშვილი

четверг, 29 июля 2010 г.

საქართველო დღეს! (მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრება)

 What happened to the refugees? About 500,000 people have now become refugees in Georgia. (1992-1993 war with Abkhazia, the war with South Ossetia and the war on Aug. 8, 2008 Russian - Georgian) people have lost everything to survive and were forced to leave their homes, and today the Government of Georgia does not want to help refugees. about 2 milliard U.S. dollar which saw America and the European Union has disappeared in the wind!  

Что стало с Беженцамы? около 500,000 человек сегодния стали беженцами в Грузии, (1992-1993 Война с Абхазией, война с Южной Осетий, и  война 8 Августа 2008 Русско - Грузинская) Люды потеряли всё и чтобы выжить были вынуждены оставить свой дома, а сегодня правительства Грузии не хочет помогать беженцам. около 2 милиарда американских доллара который виделил Америка и Евросоюз изчезли на ветер!!   რატომ გაყარეს დევნილები ობიექტებიდან!! და რატომ დუმს ოპოზიცია?   ფაქტიურად ოპოზიციამ დაასრულა თავისი უშედეგო გამოსვლები იმიტომ რომ ისინი გააჩუმეს და მოიყიდეს! დღეს მხარში უდგას გაჭირვებულ ადამიანებს მარტო ალიანსი საქართველოსთვის, ბატონი ლაშა ჩხარტიშვილი რომელიც ხალხმა იხსნა სამართალდამცავებისგან იმიტომ რომ ხალხს ეხმარება! ხალხს ლიდერი ჭირდება წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც სხვა მოხდებოდა, ხალხი მაინც არ გაჩუმდებოდა, გამწარებული ხალხი ყველაფერს იკადრებს და მას პასუხს ვერ მოსთხოვ, მაგრამ შენ რატომ მიგყავს ასეთ ზღვარზე? დევნილები გაყარეს ობიექტებიდან და სანაცვლოდ ფაქტიურად არაფერი შეუთავაზებიათ, ამჟამად 5 ათასზე დევნილია გარეთ დარჩენილი საცხოვრებელი საკუთრების გარეშე და მათ უფლება აქვთ მოითხოვონ! დევნილებს ბევრი უფლებები გააჩნიათ მაგრამ მათ არ იციან, ან იციან მაგრამ არ შველის... ხალხი ბოლო ზღვრამდეა მისული,ძალიან საზარელი ქცევაა ასე ალბათ გიტლერიც კი არ იქცეოდა საკუთარი ხალხის წინააღდეგ.. ეს რაღაც ახალია!!! რაც შეეხება საელჩოებს, სავარაუდოდ ელჩებს არც თუ ისე დიდ ხელფასი აქვთ, ამიტომაც ხელისუფალი რო ვიყო ადვილად მოვისყიდიდი რომ გამეჩუმებინა, ამიტომაც თუ გსურთ ხმა მიაწვდინოთ მსოფლიოს გირჩევთ საზღვარგარეთ წახვიდეთ და იქიდან ილაპარაკოთ! ჩამოვა კომისია, ელჩები მოიხსნებიან და ... რაღაც მოხდება! . . . ეს არავინ იცის ჯერ...რატომ გააუქმეს გარე ვაჭრობა??    და რატომ გამოყარეს დევნილები?
საქმე იმაშია რომ ყველასთვის ძალიან მოსახერხებელი იყო გარემოვაჭრეებთან რამის შეძენა, ჯერ ერთი და იმიტომ რომ სუპერმარკეტებთან, და ჰიპერმარკეტებთან შედარებით იაფი ღირდა, მეორე კი ის რომ ყველა უბანში იყო და მოსახერხებელი, მაგრამ ხელისუფლებას და პირველ ადგილას ალიგარქებს ეს არ აწყობდა და ელედებოდნენ არჩევნების დასრულებას რის მერეც დაიწყეს უსამართლოდ არანაირი პირობების გარეშე ხალხის ასე გაყრა... რატომ არ აწყობდა ხელისუფლებას გარემოვაჭრეები? ოპერაცია თბილისის გასუფთავება დევნილებისგან და გარემოვაჭრეებისგან გეგმა დიდი ხანია მოფიქრებული იყო! ხელისუფლებას არ აწყობდა, მიზეზი – ქალაქის დაბინძურება, ტურისტების მოზიდვა, მაგრამ ეგ მხოლოდ თავის მართლებაა.. მთავარი მიზეზი ქართველი ალიგარქები არიან, მაღაზიების, სუპერ მარკეტების(პოპულის, იოლის და ასე შ... ) მეპატრონეები რომ თვითონ დააწესონ ფასები ხალხს სხვა გზა არ ექნება თუ არა მანდ შეიძინონ ესა თუ ის პროდუქტი და ბევრად მეტ ფულს გააკეთებენ როგორც არასდროს! შესაძლოა პატარა მაღაზიებსაც დაემუქროს საფრთხე.. საქმე ეხება პატარა ბიზნესს.. ხალხის ხარჯზე უნდათ ჯიბების გასქელება, მაგრამ რა ქნან გარემოვაჭრეებმა რომლებიც თავს ირჩენდნენ ამ გზით? ეს პასუხი უკვე ღმერთმა იცის!    დევნილები, გარემოვაჭრეები, მასწავლებლები, და სტუდენტები გაერთიანდებიან!
მოსალოდნელია ფასების მატება ყველა პროდუქტზე.. რაც დრო გავა წელიწადში 2 ჯერ– 3 ჯერ იმატებს პოდუქტების ფასი, პურის ფასი 5 –10 თეთრით მოიმატებს, ხელფასები კი იგივე დარჩება.. ხალხი ვერ მოითმენს ამდებს და შესაძლოა არეულობაც მოხდეს 1 –2 თვეში... მომატებს საწვავის ფასიც, ისეთი შეგრძნებაა თითქოსდა ხალხს რასაც აძლევენ უკან ართმევენ ნაშრომს და ორჯერ სამჯერ მოგება რჩებათ ხალხის ხარჯზე!...ასეთი ფულის სისტემის ბრუნვა არანახული რაღაც ახალია, ყველაფერზე ფულის დაწესება როგორ შეიძლება??? 


 

БЕЖЕНЦЫ

ГРУЗИЯ